2018 წლის ანგარიში
2018-12-07
2017 წლის 8 დეკემბრიდან 2018 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 309 განცხადება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოსული განცხადებებიდან 4 განცხადებაში მითითებული საკითხები მიეკუთვნებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და შესაბამისად, განცხადება გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს;
იმ განცხადებებიდან, რომლებიც განეკუთვნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციას (305), საჯარო ინფორმაცია: მოთხოვნის შესაბამისად, სრულად გაიცა - 234 შემთხვევაში; 29 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 4 განცხადებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება;
38 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია