მოსამართლეები იურიდიული დოქტრინის განვითარებისთვის
„მოსამართლეები იურიდიული დოქტრინის განვითარებისათვის" წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქართული იურიდიული ლიტერატურის განვითარებას.
ლიტერატურის სიმწირე პრობლემას წარმოადგენს ყველა პრაქტიკოსი იურისტისათვის, მათ შორის, განსაკუთრებით, მოსამართლეებისათვის. ხშირად აუცილებელი ხდება ესა თუ ის საკითხი შესწავლილ იქნეს ინგლისურ, გერმანულ, რუსულ ან სხვა უცხოენოვან ლიტერატურაში.
მეორე მხრივ, ქართული აკრედიტირებული უნივერსიტეტებში, იურიდიულ ფაკულტეტებზე, ყოველი წელს იწერება საკმაოდ დიდი რაოდენობის სამაგისტრო, სასემინარო და სადოქტორო ნაშრომები. ნაშრომების დაწერამდე კი ყველა სტუდენტი დგება დიდი სირთულის წინაშე – რა თემაზე დავწერო?
იმისათვის რომ ხელი შევუწყოთ იურიდიული დოქტრინის განვითარებას და ყველა პრაქტიკაში პრობლემატურ თემაზე სიღრმისეული ნაშრომის შექმნას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა განსაზღვრეს სასამართლო პრაქტიკისათვის აქტუალური საკითხები სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სფეროებში.

დაამატეთ თქვენი თემა

გთავაზობთ დასახელებული თემების ჩამონათვალს:

სამოქალაქო სამართალი
• მემკვიდრეობის უფლება და სამკვიდროს მიღების 6 თვიანი ხანდაზმულობა
• შესაგებლის წარმოუდგენლობა, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა
• უძრავი ქონების შეძენა - საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციისა და შემძენის კეთილსინდისიერების კოლიზია
• მტკიცების ტვირთის განაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი
• პირგასამტეხლოს შემცირება, როგორც სასამართლო შესაგებელი
• უსაფუძვლო გამდიდრება
(შედარებითი კვლევა კონტინენტური ევროპის სამართლის ჯგუფის ქვეყნებთან)
• დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება
(შედარებითი კვლევა კონტინენტური ევროპის სამართლის ჯგუფის ქვეყნებთან)
• საზიარო უფლების გაუქმება
(შედარებითი კვლევა კონტინენტური ევროპის სამართლის ჯგუფის ქვეყნებთან)
• დელიქტები
(შედარებითი კვლევა კონტინენტური ევროპის სამართლის ჯგუფის ქვეყნებთან)
• სოლიდარული ვალდებულებები - განსაკუთრებით 467-ე , 469-ე მუხლები, 473-475-ე მუხლები და მათი სამართლებრივი შედეგები, მიმართება 895-ე მუხლთან. შედარებითი ანალიზი გერმანულ სამართალთან
• ამორალური გარიგებები - ქართული და გერმანული სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე
• სამომხმარებლო კრედიტი 370-ე მუხლი და მისი გერმანულ რეგულაციასთან დაახლოების გზები
• 976-ე მუხლის მე-2 ნაწილი პრაქტიკულ ჭრილში
• სამეწარმეო სამართალში - დერივაციული სარჩელი და მისი გერმანული და ამერიკული რეგულაციის მიმოხილვა ქართულ სამართალთან შედარების მიზნებისთვის
• გამჭოლი პასუხისმგებლობის საკითხი ქართულ სამეწარმეო სამართალში - პრაქტიკის ანალიზი და ანგლო-საქსური და კონტინენტური ევროპული პრაქტიკული მაგალითების გაანალიზება
• მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს როლი ბავშვის უფლებების დაცვაში
• არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის უფლებები სამოქალაქო კოდექსის მიხედვით
• ამხანაგობის წევრის გასვლის სამართლებრივი რეგულირება იმ ამხანაგობებში, სადაც წევრთა სიმრავლეს აქვს ადგილი (30 ან მეტი წევრი)
• კონდიქციური ვალდებულება - უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლები;
• დირექტორის პასუხისმგებლობა საზოგადოებისათვის მიყენებულ ზიანზე; პარტნიორის გასვლა საზოგადოებიდან და წილის კომპენსაციასთან დაკავშირებული საკითხები;
• გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები.
• აღნაგობის საკითხები ქართული და გერმანული კანონმდებლობის მიხედვით, ასევე ორთავე ქვეყნის სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.
• სერვიტუტის საკითხები ქართული და გერმანული კანონმდებლობის მიხედვით, ასევე ორთავე ქვეყნის სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.
• საბინაო ამხანაგობები, ქართული და გერმანული კანონმდებლობის მიხედვით, ასევე ორთავე ქვეყნის სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.
• სამედიცონო ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი დავები გერმანიის სამართლის მიხედვით (კანონმდებლობა, სასამართლო პრაქტიკის გაანალიზება). ჩვენი სასამართლო პრაქტიკით, ასეთი საკითხები დელიქტებს მიეკუთვნება, ხოლო გერმანიის სამართლის მიხედვით სახელშეკრულებო დავებს.
• ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა); ამხანაგობის უფლებაუნარიანობა (მათ შორის საპროცესო უფლებაუნარიანობა) ერთობლივი საქმიანობის მონაწილეთა პასუხისმგებლობის თავისებურება შიდა ურთიერთობებში და მესამე პირებთან ურთიერთობებში; ერთობლივი საქმიანობის ერთ–ერთი მონაწილის ქმედებით გამოწვეული ზიანისათვის პასუხისმგებლობის თავისებურებანი.
• ლიზინგის სამართლებრივი ურთიერთობა. ამ ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების სიმრავლის გათვალისწინებით მათი უფლება–მოვალეობების თავისებურება მომიჯნავე სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე სუბიექტების უფლება–მოვალეობებისაგან.
• დაზღვევა როგორც განსაკუთრებულ ნდობაზე დამყარებული სამართლებრივი ურთიერთობა; დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის თავისებურებანი; ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის მესამე პირებისათვის წარდგენის მზღვეველის უფლებამოსილება სიცოცხლის დაზღვევის სამართლებრივ ურთიერთობებში.
• კერძოს სამართლის სუბიექტების დელიქტუნარიანობა

სისხლის სამართალი
• წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა - შედარებითი ანალიზი და ევროპული სასამართლოს პრეცედენტები
• აღკვეთის ღონისძიების სახეები, მათი გამოყენების მართლზომიერება და მტკიცების ტვირთი
• საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას დაზარალებულის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები
• აღკვეთის ღონისძიებების სახეთა სიმცირე საპროცესო კანონმდებლობაში
• ნასამართლობის მოხსნის და გაქარწყლების საკითხები, 79-ე მუხლის II და IV ნაწილების კოლიზია
(როდის ითვლება სასჯელისაგან გათავისუფლებული პირი ნასამართლობის არმქონედ (სსკ-ის 79-ე მუხ. მე-2 ნაწ). ამ შემთხვევაში საინტერესო იქნება კვლევა იმ მიმართულებით, რომ მხოლოდ სასამართლოს მიერ სასჯელისაგან გათავისუფლებული პირი უნდა ჩაითვალოს ნასამართლობის არმქონედ, თუ დავუშვათ, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულიც, თუკი შეწყალების აქტითვე არ მოეხსნება ნასამართლობა. დადებით შემთხვევაში, რატომ უნდა იყვნენ უარეს მდგომარეობაში ის პირები, რომლებმაც სასჯელი ბოლომდე მოიხადეს და შემდეგ კანონით დადგენილი ვადით უნდა ატარონ ნასამართლევი პირის სტატუსი).
• მოწმის ან დაზარალებულის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა
• 370-ე, 371-ე და 373-ე მუხლების ურთიერთმიმართება
• მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში და მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის თავისებურებანი
• სასჯელის დასაბუთებულობასთან დაკავშირებული საკითხები
• არასრულწლოვანთა საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების საკითხები, გამოძიების ჩატარება და სასამართლო განხილვის თავისებურებანი (მუშავდება ახალი კოდექსი, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანთა საქმეებს განიხილავენ სპეციალურად ამისთვის მომზადებული გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები.)
• სასჯელის მიზანი და დამნაშავის რესოციალიზაცია, სასჯელის მიზნებთან დაკავშირებით კოდექსის ზოგადი დებულებების კონკრეტიზაცია და დეტალიზება
• სამოხელეო დანაშაული (თეთრი საყელო) და მოწმის, როგორც პროცესის მონაწილის მოქალაქეობრივი და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები
• ტერორიზმი (დანაშაულის კვალიფიკაცია და მტკიცების სტანდარტი)
• სასჯელის თანაზომიერების საკითხი ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისას
• ალტერნატიული სასჯელები და მისი გამოყენების თავისებურებები (თანამედროვე) სასამართლო პრაქტიკაში
• სისხლის სამართლის პრინციპების რეალიზაციის საკითხი სასამართლო პრაქტიკაში (სასჯელის ინდივიდუალიზაცია პირადი და ბრალეული პასუხისმგებლობისას)
• თანამონაწილის და ამსრულებლის გამიჯვნის პრობლემა სისხლის სამართალში
• ალტერნატიული ქმედებებით განხორციელებული დანაშაულის კვალიფიკაციის პრობლემა (ერთიანი დანაშაულის პრობლემა)
• რწმენის თავისუფლების სისხლის სამართლებრივი დაცვა
• აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით
• ოჯახში ძალადობა და საზოგადოების დამოკიდებულება (ან საზოგადოება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ)
• ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა (სსკ-ის 2231 მუხლი)
• წამება - სსკ-ის 1441 მუხლი (დანაშაულის კვალიფიკაცია და მტკიცების სტანდარტი)
• ტრეფიკინგი - სსკ-ის 1431 მუხლი (დანაშაულის კვალიფიკაცია და მტკიცების სტანდარტი)
• დანაშაული კაცობრიობის, მშვიდობის, უშიშროების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამარათლის წინააღმდეგ ა9 გენოციდი, დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ
• კიბერდანაშაული
• მტკიცებულებათა სტანდარტი კიბერნადანაშაულის საქმეებზე, გამოვლინების ფორმები
• წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები ევროპის ქვეყნებში (საკანონმდებლო, სხვა)
• უკანონო შემოსავლების ლეგალიზება (ფულის გათეთრება) (სსკ-ის 194 მუხლი)
• დანაშაულის კრიმინოლოგიური დახასიათება და მტკიცებულებათა სტანდარტი

ადმინისტრაციული სამართალი
• პირის უფლებების დაცვის გარანტიები ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის დროს.
• სამართლებრივი დაცვის ეფექტურობა ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში.
• სახელშეკრულებო ურთიერთობები, დავები და განსჯადობა.
• ოფიციალობის პრინციპი ადმინისტრაციულ სამართალში და მისი ფარგლები.
• ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედების ფარგლები იმ ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობაში, რომელზეც არ ვრცელდება ამ კოდექსის მოქმედება.
• ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ქმედების ერთჯერადად გასაჩივრების ვალდებულება და მისი შესაძლო საპროცესო რეალიზაცია.

დაამატეთ თქვენი თემა
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია