თბილისის სააპელაციო სასამართლო
2018 წლის ანგარიში
2017 წლის 8 დეკემბრიდან 2018 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 309 განცხადება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოსული განცხადებებიდან 4 განცხადებაში მითითებული საკითხები მიეკუთვნებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და შესაბამისად, განცხადება გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს; იმ განცხადებებიდან, რომლებიც განეკუთვნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციას (305), საჯარო ინფორმაცია: მოთხოვნის შესაბამისად, სრულად გაიცა - 234 შემთხვევაში; 29 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 4 განცხადებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება; 38 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.