იმიტირებული პროცესი ,,ადამიანი და სამართალი
2017-04-25
8 და 9 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრის "ადამიანი და სამართალი" ფინალური ტური ჩატარდა. გამარჯვებული გუნდის წევრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან. ღონისძიება ორგანიზებული იყო თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან და მხარს უჭერს მსგავსი სახის საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას.
ვრცლად
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები
2017-04-06
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მსურველთა მიღებას კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას შემდეგ კურსებზე:  მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი (სამოქალაქო/ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით)  საპროცესო დოკუმენტების შედგენა და სასამართლოში წარმომადგენლობა (სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით) რეგისტრაციის დაწყება: 7 აპრილი. 2017 წ სწავლების დაწყება: 1 მაისი, 2017 წ დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე. მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: http://www.hsoj.ge/geo/study_programs/courses/ ტელ: (+995 32) 238 11 61 მობ: (+995 599) 68 69 01 ელ-ფოსტა: info@hsoj.ge ვებ-გვერდი: www.hsoj.ge Facebook: https://www.facebook.com/hsoj.ge/
ვრცლად
კარი ტაპიოლას საჯარო ლექცია
2017-03-09
2017 წლის 2 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტისა და ა(ა)იპ – თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის თანაორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხარდაჭერით, გაიმართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის სპეციალური მრჩევლის, კარი ტაპიოლას, საჯარო ლექცია თემაზე: "შრომის საერთაშორისო სტანდარტების როლი სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური ეფექტიანობის გაძლიერებაში". წარმოგიდგენთ აღნიშნული საჯარო ლექციის ვიდეო ჩანაწერს.
ვრცლად
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2016-12-15
თბილისის სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, ამჯერად იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრთან. მემორანდუმის მიზანია მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება სასამართლოსა და ცენტრს შორის. სასამართლო გამოყოფს მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას, უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრს სხდომის დარბაზებით იმიტირებული პროცესების ჩატარებისათვის, ასევე მხარს დაუჭერს ცენტრს საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების დაგეგმვასა და ორგანიზებაში. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა გიორგი კოპალიანმა და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ ნინო ლიპარტიამ. შეხვედრის ბოლოს იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრმა მადლობის სიგელი გადასცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან სტუდენტთა პრაქტიკული ცოდინის ამაღლების მიზნით.
ვრცლად
საჯარო ლექცია თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში
2016-10-24
21 ოქტომბერს, თბილისის სასწავლო უნივერსისტეტის მიწვევით საჯარო ლექცია გამართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლებმა. სალექციო თემას წარმოადგენდა სამართლიანი სასამართლოს უფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლო მხარს უჭერს და აქტიურად მონაწილეობს ყველა იმ პროექტში, რომელიც ხელს უწყობს მომავალი თაობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.
ვრცლად
მიღება სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსზე
2016-10-04
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აგრძელებს მიღებას სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსზე. კურსი განკუთვნილია, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირთათვის, რომლებმაც 21 წლის ასაკს მიაღწიეს და ფლობენ სახელმწიფო ენას. სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 2 თვიანია, რომლის ღირებულება შეადგენს 800 ლარს. კანდიდატებს საბუთების შეტანა შეუძლიათ, 2016 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით. მისამართი: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა N19. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.HSOJ.ge დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ: (995 32) 2 38 11 61
ვრცლად
ლიდერობა და მენეჯმენტი, V სესია
2016-03-15
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები და მენეჯერული პოზიციის მქონე საჯარო მოხელეები 2016 წლის 6-11 მარტს იმყოფებდნენ გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, სადაც მონაწილეობა მიიღეს გაცვლით ვიზიტში, რომელიც მიეძღვნა მართლმსაჯულების სისტემაში ლიდერობისა და მენეჯმენტის სახელმძღვანელოს შექმნას. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა სემინარი ლიდერობასა და მენჯმენტში. სემინარს უძღვებოდნენ გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიის (dbb Academy) ექსპერტები: ჰანს რიგერი და პატრიცია სუვაი. ვიზიტის მონაწილეები ასევე ესტუმრნენ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის იუსტიციის აკადემიას და ქალაქ ესსენის სასამართლოს. შეხვედრების მონაწილეებმა იმსჯელეს მართლმსაჯულების ეფექტიანი ორგანიზების, ცვლილებების მართვის, მოხელეთა მოტივირებისა და ლიდერობისა და მენეჯმენტის არაერთ სხვა მნიშვნელოვან საკითხზე. თბილისის სააპელაციო სასამართლო მადლობას უხდის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) ტრეინინგის ჩატარების ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერისთვის.
ვრცლად
169-ე სკოლის მოსწავლეების იმიტირებული პროცესი
2016-01-05
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 169-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს. შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, რომლებსაც სამართლის საფუძვლები თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტებმა შეასწავლეს, სამართლის კლინიკის ფარგლებში. თბილისის სააპელაციო სასამართლო მხარს უჭერს საგანმანათლებლო ღონისძიებებს და მუდამ მზად არის ხელი შეუწყოს მსგავსი სახის შეჯიბრებიბისა თუ სხვა ღონისძიებების გამართვას.
ვრცლად
2015 წლის ბოლო იმიტირებული პროცესი სააპელაციო სასამართლოში
2015-12-30
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლისათვის ბოლო იმიტირებულ პროცესს უმასპინძლა. 28 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალეას" (ახალგაზრდა ლიდერთა ეროვნული ასოციაცია) ორგანიზებით ჩატარდა მოდელირებული სასამართლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოერგოთ სასამართლო პროცესის მონაწილეთა როლები და პრაქტიკულად გაცნობოდნენ თითოეული პროფესიის წარმომადგენლის პასუხისმგებლობებს. თბილისის სააპელაციო სასამართლო სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, იმიტირებული პროცესების ფორმატით და სხვა არაერთი ღონიძიების ფარგლებში მზადყოფნას გამოთქვამს გააგრძელოს მხარდაჭერა საგანმანათლებლო პროექტებისადმი.
ვრცლად
იმიტირებული პროცესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ორგანიზებით
2015-12-24
თბილისის სააპელაციო სასამართლო აგრძელებს უკვე ტრადიციად ქცეულ მხარდაჭრას საგანმანათლებლო პროექტებისადმი. ამჯერად, ამავე სასამართლოს მოსამართლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის - ქალბატონი თამარ ზამბახიძის ორგანიზებით, სასამარლოში ჩატარდა იმიტირებული პროცესი, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტებმა სამოქალაქო სამართლებრივი კაზუსი სააპელაციო ინსტანციისათვის დაგდენილი სამართალწარმოების წესით განიხილეს. თბილისის სააპელაციო სასამართლო ღიაა მსგავსი ინიციატივებისათვის და მზადყოფნას გამოთქვამს შემდგომშიც შეუწყოს ხელი ახალგაზრდებში სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
ვრცლად
სტუდენტებმა იმიტირებული პროცესი სასამართლოში გამართეს
2015-12-18
16 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხარდაჭერით გაიმართა ელსა - თბილისისა და თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული პროექტის ნახევარფინალი - იმიტირებული სასამართლო პროცესი სისხლის სამართალში. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქალბატონი მაია თეთრაული და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბატონი არსენ კალატოზიშვილი. ნახევარ ფინალში გამოვლინდა ორი გამარჯვებული გუნდი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდები. თბილისის სააპელაციო სასამართლო მხარს უჭერს საგანამანათლებლო პროექტებს და ყოველთვის მზად არის აქტიურად ჩაერთოს მსგავს ღონისძიებებში.
ვრცლად
წიგნები საჩუქრად ჰონკონგის უნივერსიტეტისგან
2015-12-01
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ბიბლიოთეკას ჰონკონგის უნივერსიტეტისგან საჩუქრად გადაეცა 14 ახალი წიგნი: 1) “Archbold: Criminal Pleading, Evidence and Practice 2012”, Archbold, John Frederick, 2012 ( 1 ასლი) 2) Butt, Paul “Electronic Conveyancing: a Practical Guide” , 2006 ( 1) 3) Chan, Man-mun, Johannes (ed) “ Hong Kong Human Rights Bibliography, 2006 (1) 4) Chan, Man-mun, Johannes and Harris, Lison (ed) “Hong Kong’s Constitutional Debates”, 2005 (1) 5) Edwards, George E. and Byrnes, Andrew C. (ed) “ Hong Kong’s Bill of Rights: The First Year (1) 6) Ghai, Yash P. “Hong Kong’s New Constitutional Order – The Resumption of Chinese Sovereignty and the Basic Law”, 1997 (1) 7) Goo, S.H. “ Sourcebook on Land Law”, 1994 (1) 8) Mann, Arnold “Medical Negligence Litigation: Medical Assessment of Claims”, 1989 (1) 9) Morris, J.H.C. “ The Conflict of Law”, 1984 (1) 10) Murphy, Peter and Barnard, David “Evidence & Advocacy”, 1986 (1) 11) Pritchard, John M. “Personal Injury Litigation”, 1989 ( 1) 12) Young, Jessica and Lee, Rebecca (ed) “The Common Law Lecture Series, 2005” , 2006 ( 1) 13) Young, Simon N.M. “The essential Statutes on Hong Kong Criminal Law and Procedure 2007/2008 , 2007 (1) 14) Young, Simon N.M. “Hong Kong Basic Law Bibliography”, 2006 (1)
ვრცლად
იმიჯი და კომუნიკაცია
2015-10-06
30 სექტემბერს და 1-ლ ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ორგანიზებით სასამართლოს მოხელეებისთვის ჩატარდა მასტერ-კლასი შემდეგ თემებზე: კომუნიკაციის ხელოვნება; იმიჯი: საკუთარი თავის წარმოჩენის ხელოვნება. მასტერ-კლასს უძღვებოდა თბილისის ეტიკეტის სკოლის ექსპერტი ნინო ახალაია. სასამართლო მადლობას უხდის ქალბატონ ნინოს მხარდაჭერისთვის. თბილისის სააპელაციო სასამართლო მოწოდებულია ხელი შეუწყოს სასამართლოს მოხელეთა განგრძობად პროფესიულ განათლებას.
ვრცლად
ლიდერობა და მენეჯმენტი
2015-09-30
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისა და საჯარო მოხელეებისთვის 23-25 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში ჩატარდა ტრეინინგი თემაზე ლიდერობა და მენეჯმენტი. ტრეინინგს უძღვებოდნენ გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიის (dbb Academy) ექსპერტები. ტრეინინგის თემატიკა შეეხებოდა ეფექტური ლიდერობის, კომუნიკაციისა და ცვლილებების მართვის საკითხებს. აღნიშნული ტრეინინგი ჩატარდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.
ვრცლად
ევროკავშირის კონკურენციის სამართალი
2015-06-06
2015 წლის 6 ივნისს, სასტუმრო თბილისი მერიოტში, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატების მოსამართლეებისა და მოსამართლის თანაშემწეებისთვის ჩატარდა დისკუსია თემაზე: ევროკავშირის კონკურენციის სამართალი. დისკუსიას უძღვებოდა საერთაშორისო იურიდიულ ფირმა "კონტრასტის" მმართველი პარტნიორი და ბრიუსელის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ფილიპ ტუიტსხავერი. დისკუსია გაიმართა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ორგანიზებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ორგანიზაციული და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
ვრცლად
აბიტურიენტთა შეჯიბრი დანაშაული და სასჯელი
2015-06-01
30-31 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავისუფალი უნივერსიტეტის აბიტურიენტთა კონკურსის „დანაშაული და სამართალი“ იმიტირებული პროცესები გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მე-12 კლასის მოსწავლეები იღებდნენ. გუნდებმა ომის დანაშაულზე მოცემულ საქმეზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები წარმოადგინეს. მოსამართლეების როლი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორებმა და წარმატებულმა პრაქტიკოსმა იურისტებმა შეასრულეს. გამარჯვებული გუნდის წევრები ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან. თბილისის სააპელაციო სასამართლო უკვე მეორე წელია რაც აღნიშნულ შეჯიბრებას მასპინძლობს, რაშიც ჩვენი სასამართლოს მოსამართლეებიც აქტიურად არიან ჩართულნი .
ვრცლად
107-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი სასამართლოში
2015-05-29
28 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 107-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. სასამართლო ტურის ფარგლებში მოსწავლეებისათვის პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა თათია ქვრივიშვილმა. პრეზენტაცია შეეხებოდა საქართველოს სასამართლოების სისტემას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს დანიშნულებას, მოსამართლის როლს, არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებს. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დასასრულს განხილულ იქნა რამდენიმე კაზუსი. ტურის ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, სასამართლო ტური პერმანენტულად იმართება როგორც სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, აგრეთვე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
ვრცლად
ELSA-ს სტუდენტების იმიტირებული პროცესი სასამართლოში
2015-05-25
24 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ევროპის იურისტ ტუდენტთა ასოციაციის (ELSA) წევრ სტუდენტთა იმიტირებული პროცესის ნახევარფინალი გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები. გამარჯვებული გუნდები ურეკში გაემგზავრებიან, სადაც გაიმართება ფინალი და გამარჯვებულების დაჯილდოება. თბილისის სააპელაციო სასამართლო, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან სტუდენტების განათლების ხელშეწყობის კუთხით და ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს მსგავს წამოწყებებს.
ვრცლად
ევროპული სკოლის მოსწავლეები სასამართლოში
2015-05-19
ბილისის სააპელაციო სასამართლოს, თავმჯდომარის ბიუროს განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, ,,ევროპული სკოლის" მოსწავლეები ეწვივნენ. სასამართლო ტურის ფარგლებში მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია თავმჯდომარის თანაშემწემ გოგა კუპრეიშვილმა გამართა. პრეზენტაცია შეეხებოდა სასამართლოსა და მოსამართლეთა საქმიანობას, საქმეთა განხილვის წესს. ტურის ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა.
ვრცლად
156-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სასამართლოში
2015-05-08
თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თავმჯდომარის ბიუროს განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, 156-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. სასამართლო ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია სასამართლო ხელისუფლების ფუნქციის, სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და კოლეგიის საქმიანობის, მოსამართლეთა როლის შესახებ. პრეზენტაციის შემდგომ მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.
ვრცლად
საია-ს იმიტირებული პროცესი სასამართლოში
2015-04-29
26 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი გამართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. პროცესში საია -ს იურიდიული დახმარების ცენტრის თანაშემწეებმა მიიღეს მონაწილეობა. თბილისის სააპელაციო სასამართლო, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან მომავალი იურისტების განათლების ხელშეწყობის კუთხით. სასამართლო მიესალმება ყველა ამგვარ საინტერესო პროექტს და მზადაა აქტიურად ჩაერთოს მსგავს წამოწყებებში.
ვრცლად
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია