თანამდებობა: მოსამართლე
სახელი გვარი : ლილი ტყემალაძე
ბიოგრაფია
დაიბადა 1973 წლის 15 სექტემბერს, ქ. ჭიათურაში.

1990 წელს დაამთავრა ჭიათურის #5 საშუალო სკოლა.

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1997-1999 წლებში მუშაობდა შპს 'გეოფონის' სასწავლო-სამეცნიერო და ტექნიკურ ცენტრში ადმინისტრაციული სამართლის პედაგოგად.

1999-2001 წლებში მუშაობდა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იურისტად.

2001-2006 წლებში მუშაობდა ამავე სამინისტროს იურიდიული განყოფილების იურისტად.

2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად.

2007-2009 წლებში იყო სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და მივლინებით მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2009 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლსო მოსამართლე.

ამჟამად მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია