თბილისის სააპელაციო სასამართლო
საგამოძიებო კოლეგიის განჩინება მტკიცებულებათა გაცვლის საპროცესო წესების დარღვევის თაობაზე
2017-08-30
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას №1გ/860-17 (22 ივნისი, 2017 წელი). განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქმის მასალების თანახმად, წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებათა ნაწილი დაუშვებლად იქნა ცნობილი, იმ მოტივით, რომ დარღვეულ იქნა მტკიცებულებათა გაცვლის წესი დაცვის მხარის მიერ. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა დაცვის მხარის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ადვოკატი საჩივარში უთითებდა, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნის მომენტისათვის მას არ ჰქონია მოპოვებული არანაირი მტკიცებულება, ხოლო საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა ბრალდებულის მეორე ადვოკატი. შესაბამისად, იგი ვერანაირ მტკიცებულებას ბრალდების მხარეს ვერ გადასცემდა.

საგამოძიებო კოლეგიის მიერ არ დაკმაყოფილდა საჩივარი. განჩინებაში მოსამართლემ აღნიშნა, რომ დაცვის მხარეში მოიაზრება ყველა ადვოკატი, რომელიც ბრალდებულის ინტერესებს იცავს. შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მტკიცებულებათა გაცვლის წესის ვალდებულების შესრულებისათვის, თუ კონკრეტულად რომელი ადვოკატის მიერ ხდება მტკიცებულებათა მოპოვება.

განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ მტკიცებულებათა გაცვლა წინასასამართლო სხდომამდე
☛ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობა
☛ მტკიცებულებათა გაცვლის ოქმი
☛ თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი

ბმულები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია