გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად
2016-08-02
თბილისის სააპელაციო სასამართლო ჩაერთო სისხლის ცენტრალური ბანკის უანგარო დონაციის აქციაში - "გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად".

როგორც მოგეხსენებათ, ისეთი შემთხვევების დროს, როგორიცაა: ავტოავარია, მშობიარობა, ონკოლოგიური დაავადებები, კარდიოქირურგიული ოპერაციები და სხვა - გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს პაციენტისთვის სისხლის გადასხმა. ავადმყოფს, პრაქტიკულად ყოველდღიურად სჭირდება ახალი სისხლისგან დამზადებული კომპონენტები. თუმცა, ახალი სისხლი მუდმივად დეფიციტურია, რადგან დონორთა შეზღუდული რაოდენობა, ვერ აკმაყოფილებს მზარდ მოთხოვნებს. ეს დიდ საფრთხეს უქმნის უმწეო მდგომარეობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

სწორედ ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად, სისხლის ცენტრალური ბანკი რეგულარულად აწყობს აქციას "გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად". აქციის მიზანია სხვადასხვა დაავადებების დროს საჭირო სისხლის მარაგის შექმნა.

ღონისძიება, თავისი არსით, ატარებს სრულიად უანგარო ხასიათს: როგორც სისხლის დონაცია, ისე შემდეგ მისი საჭიროებისამებრ გამოყენება ხდება სრულიად უსასყიდლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლო მადლობას უხდის მოსამართლეებსა და სასამართლოს მოხელეებს აქციაში მონაწილეობისთვის.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია