თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისა და საჯარო მოხელეებისთვის 23-25 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში ჩატარდა ტრეინინგი თემაზე ლიდერობა და მენეჯმენტი. ტრეინინგს უძღვებოდნენ გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიის (dbb Academy) ექსპერტები.
ტრეინინგის თემატიკა შეეხებოდა ეფექტური ლიდერობის, კომუნიკაციისა და ცვლილებების მართვის საკითხებს.
აღნიშნული ტრეინინგი ჩატარდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.