107-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი სასამართლოში
2015-05-29
28 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 107-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
სასამართლო ტურის ფარგლებში მოსწავლეებისათვის პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა თათია ქვრივიშვილმა. პრეზენტაცია შეეხებოდა საქართველოს სასამართლოების სისტემას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს დანიშნულებას, მოსამართლის როლს, არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებს. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დასასრულს განხილულ იქნა რამდენიმე კაზუსი.
ტურის ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, სასამართლო ტური პერმანენტულად იმართება როგორც სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, აგრეთვე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია