წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებას საქმეზე 2ბ/4936-14 (2015 წლის 29 ივლისი).
გადაწყვეტილება შეეხება ე.წ. "ატსტუპნიკების" დავას (საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობები) და განსაზღვრავს აუქციონის შედეგად რეალიზებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით მხარეთა უფლებრივ მდგომარეობას.
გადაწყვეტილება შეეხება შემდეგ თემებს:
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა;
ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით;
უფლებრივი ნაკლი;
აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება;
ხელშეკრულებიდან გასვლა, ხელშეკრულებაზე უარის თქმა.