განრიგი
სამოქალაქო ადმინისტრაციული სისხლი
იხილეთ სრულად
სასამართლო ტური
ინოვაციური განათლების ცენტრის სტუდენტებისთვის სასამართლო ტური გაიმართა
2017-06-08
8 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ააიპ ,,ინოვაციური განათლების ცენტრის" სტუდენტები ეწვივნენ. ტრადიციისამებრ, სტუდენტებისთვის ,,სასამართლო ტურის" პროექტის ფარგლებში პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი ნათია გაბინაშვილი უძღვებოდა. პრეზენტაცია შეეხებოდა სასამართლოების სისტემას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურას, მოსამართლის როლს და სხვა სამართლებრივ საკითხებს. ტურის ბოლოს სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლო სხდომის დარბაზები. შეგახსენებთ, სასამართლო ტურის პროექტის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს პერმანენტულად სტუმრობენ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.
ვრცლად
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებისთვის სასამართლო ტური გაიმართა
2017-06-02
1 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 213-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. სასამართლო ტურის პირველი ნაწილი პრეზენტაციას დაეთმო, რომელსაც უძღვებოდა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თათია ქვრივიშვილი. მოსწავლეები გაეცნენ სასამართლო სისტემას, მოსამართლის როლს, ბავშვთა უფლებებს, ასევე იმსჯელეს სხვადასხვა კაზუსებზე. ტურის ბოლოს კი, ტრადიციისამებრ, დაათვალიერეს სასამართლო სხდომის დარბაზები.
ვრცლად
თსუ-ს სტუდენტები სასამართლოში
2017-05-29
25 მაისს, სასამართო ტურის პროექტის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები ეწვივნენ. ტურის პირველ ნაწილში, ტრადიციისამებრ, პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თამარ ერგემლიძე. პრეზენტაცია შეეხებოდა სასამართლო სისტემას, მოსამართლის როლს და სხვადასხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს. ტურის ბოლოს, სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლო სხოდმის დარბაზები.
ვრცლად
განგრძობადი განათლება
იმიტირებული პროცესი ,,ადამიანი და სამართალი
2017-04-25
8 და 9 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრის "ადამიანი და სამართალი" ფინალური ტური ჩატარდა. გამარჯვებული გუნდის წევრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან. ღონისძიება ორგანიზებული იყო თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან და მხარს უჭერს მსგავსი სახის საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას.
ვრცლად
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები
2017-04-06
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მსურველთა მიღებას კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას შემდეგ კურსებზე:  მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი (სამოქალაქო/ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით)  საპროცესო დოკუმენტების შედგენა და სასამართლოში წარმომადგენლობა (სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით) რეგისტრაციის დაწყება: 7 აპრილი. 2017 წ სწავლების დაწყება: 1 მაისი, 2017 წ დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე. მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: http://www.hsoj.ge/geo/study_programs/courses/ ტელ: (+995 32) 238 11 61 მობ: (+995 599) 68 69 01 ელ-ფოსტა: info@hsoj.ge ვებ-გვერდი: www.hsoj.ge Facebook: https://www.facebook.com/hsoj.ge/
ვრცლად
კარი ტაპიოლას საჯარო ლექცია
2017-03-09
2017 წლის 2 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტისა და ა(ა)იპ – თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის თანაორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხარდაჭერით, გაიმართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის სპეციალური მრჩევლის, კარი ტაპიოლას, საჯარო ლექცია თემაზე: "შრომის საერთაშორისო სტანდარტების როლი სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური ეფექტიანობის გაძლიერებაში". წარმოგიდგენთ აღნიშნული საჯარო ლექციის ვიდეო ჩანაწერს.
ვრცლად
საინტერესო გადაწყვეტილებები
საგამოძიებო კოლეგიის განჩინება მტკიცებულებათა გაცვლის საპროცესო წესების დარღვევის თაობაზე
2017-08-30
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას №1გ/860-17 (22 ივნისი, 2017 წელი). განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საქმის მასალების თანახმად, წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებათა ნაწილი დაუშვებლად იქნა ცნობილი, იმ მოტივით, რომ დარღვეულ იქნა მტკიცებულებათა გაცვლის წესი დაცვის მხარის მიერ. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა დაცვის მხარის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ადვოკატი საჩივარში უთითებდა, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნის მომენტისათვის მას არ ჰქონია მოპოვებული არანაირი მტკიცებულება, ხოლო საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა ბრალდებულის მეორე ადვოკატი. შესაბამისად, იგი ვერანაირ მტკიცებულებას ბრალდების მხარეს ვერ გადასცემდა. საგამოძიებო კოლეგიის მიერ არ დაკმაყოფილდა საჩივარი. განჩინებაში მოსამართლემ აღნიშნა, რომ დაცვის მხარეში მოიაზრება ყველა ადვოკატი, რომელიც ბრალდებულის ინტერესებს იცავს. შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მტკიცებულებათა გაცვლის წესის ვალდებულების შესრულებისათვის, თუ კონკრეტულად რომელი ადვოკატის მიერ ხდება მტკიცებულებათა მოპოვება. განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები: ☛ მტკიცებულებათა გაცვლა წინასასამართლო სხდომამდე ☛ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობა ☛ მტკიცებულებათა გაცვლის ოქმი ☛ თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი
ვრცლად
განაჩენი აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით განზრახ მკვლელობის შესახებ
2017-08-10
,,აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად." წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენს №1გ/895-17 (28 სექტემბერი, 2016 წელი). განაჩენი საბოლოოა. განაჩენში არსებითად განხილულია შემდეგი თემები: ☛ აუცილებელი მოგერიება, ☛ მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება, ☛ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება, ☛ განზრახ მკვლელობა.
ვრცლად
საგამოძიებო კოლეგიის განჩინება გირაოს საპატიმრო უზრუნველყოფით შეფარდების სავალდებულოობის თაობაზე
2017-08-08
,,სსსკ-ის 206-ე მუხლის მე-6 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს სასამართლოს ვალდებულებას დაკავებული ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებისას, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც პირის ბრალდებულის სახით დაკავება განხორციელებულ იქნა კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით." წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას №1გ/895-17 (29 ივნისი, 2017 წელი). განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები: ☛ გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით, ☛ განგრძობადი პატიმრობის დაუშვებლობა, ☛ მოსამართლის დისკრეცია აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას.
ვრცლად
პრეს რელიზები
კონკურსი პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად
2017-09-08
თბილისის სააპელაციო სასამართლო აცხადებს კონკურსს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, განაცხადების გადარჩევის და გასაუბრების ფორმით. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 21 სექტემბერი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე. გისურვებთ წარმატებებს!
ვრცლად
მემორანდუმი შრომის სამართლის ცენტრთან
2017-08-14
14 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და ა(ა)იპ "თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია პარტნიორობა კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში, აგრეთვე, სტაჟიორი სტუდენტების პრაქტიკული სწავლების ხელშეწყობა. მემორანდუმს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა, ვანო ბოლქვაძემ და ცენტრის დირექტორმა, ასისტ. გიორგი ამირანაშვილმა მოაწერეს ხელი.
ვრცლად
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი
2017-08-01
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების (2 კანდიდატის) შესარჩევად ცხადდება კონკურსი. საქართველოს მხრიდან წარდგენილი სამი კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს აირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ამჟამად შესარჩევია 2 კანდიდატი. კანდიდატთა შერჩევის პრინციპები: • კანდიდატურების შერჩევის პროცესი იქნება საჯარო და ღია; • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიეწოდება ინფორმაცია შერჩევის პროცედურის შესახებ; • კანდიდატთა გვარები საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება ანბანური თანმიმდევრობით; • არ უნდა იქნეს წარდგენილი ისეთი კანდიდატურა, რომელიც გამოიწვევს ad hoc მოსამართლის დანიშვნას; • წარმოდგენილ კანდიდატთა შორის იქნება ორივე სქესის ერთი წარმომადგენელი მაინც (გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები მიეკუთვნებიან მათი საერთო რაოდენობის 40%-ზე ნაკლებად წარმოდგენილ სქესთა კატეგორიას, ან არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება). განცხადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 24 აგვისტო. საკვალიფიკაციო მოთხოვნების, განაცხადის წარდგენისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ მიმაგრებული ფაილი.
ვრცლად
                
                
საქმეთა მართვის პროგრამა
საქართველოს უზენაესი სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
აღსრულების ეროვნული ბიურო
უფასო იურიდიული დახმარების პორტალი
საქართველოს სასამართლოები
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
საჯარო ინფორმაციის პროგრამა
დიალოგის განვითარებისთვის
განმარტებითი იურიდიული ლექსიკონი
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
საპროცესო ვადის გამოთვლა
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების საძიებო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია