დაშვება LexisNexis-ზე ყველა სასამართლოსთვის
2019-02-06
დღეიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და ყველა საერთო სასამართლოს მიენიჭა შეუზღუდავი დაშვება მსოფლიოში საუკეთესო სამართლებრივ საძიებო სისტემა LexisNexis-ზე.

LexisNexis საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული სამართლებრივი საძიებო სისტემაა. LexisNexis მოიცავს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ქვეყნების სასამართლო გადაწყვეტილებებს, კანონმდებლობას, დოქტრინალურ ლიტერატურას, სამართლებრივ სიახლეებსა და სხვა მრავალ სასარგებლო რესურსს.

დარწმუნებული ვართ, რომ LexisNexis სასარგებლო იქნება განსაკუთრებით მოსამართლეებისა და მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთების თვალსაზრისით.

პროექტი განხორციელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ინიციატივითა და ევროკავშირის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის დახმარებით, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით როგორც თავად პროექტს, ასევე პირადად პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩოჩუას.
ვიდეო / აუდიო

© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია