ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
2023-05-11
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო და ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სამართლებრივ შეჯამებას ქართულ ენაზე (არაოფიციალური თარგმანი) - ბიანკარდი იტალიის წინააღმდეგ.
გადაწყვეტილება შეეხება რედაქტორის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების მართლზომიერებას, რომელიც უარს აცხადებდა ორი ფიზიკური პირის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის ონლაინ გამოცემიდან ამოღებაზე. გამოქვეყნებული სტატია შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც მარტივად ხელმისაწვდომი იყო ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების გვარების ინტერნეტის საძიებო სისტემაში შეყვანის გზით.
სამართლებრივი შეჯამება შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებული ფაილის სახით.