განრიგი
სამოქალაქო ადმინისტრაციული სისხლი
იხილეთ სრულად
სასამართლო ტური
სასამართლო ტური 174-ე სკოლის მოსწავლეებისთვის
2018-12-07
თბილისის საპელაციო სასამართლოს საგანმანათლებლო სასამართლოს ტურის პროექტის ფარგლებში, თბილისის 147-ე საჯარო სკოლის მე-IX კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები გაეცნენ სასამართლო ხელისუფლების ფუნქციებს, სასამართლო სისტემას, მოსამართლის საქმიანობას, არასრულწლოვანთა უფლებებს. შემეცნებითი ხასიათის საგანმანათლებლო ტურის საშუალებით, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, უფრო ახლოს გაეცნონ სასამართლოს სტრუქტურის საქმიანობის სპეციფიკას. შეგახსენებთ, სასამართლო ტურზე დარეგისტრირება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და სამართლით დაინტერესებულ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს. თბილისის სააპელაციო სასამართლო — მეორე ინსტანციის სასამართლოა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს საჩივრებს პირველი ინსტანციის (რაიონული (საქალაქო)) სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება აღმოსავლეთ საქართველოზე.
ვრცლად
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სააპელაციო სასამართლოში
2017-12-01
თბილისის სააპელაციო სასამართლო კვლავაც აგრძელებს სასამართლო ტურის პროექტს, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს, ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. სამართლით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებსა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ეწვიონ სასამართლოს, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები, დასვან შეკითხვები და აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში, მოისმინონ პრეზენტაცია სასამართლო სისტემის, მისი ფუნქციონირებისა და მოსამართლის როლის შესახებ, ხოლო ტურის ბოლოს დაათვალიერონ სასამართლოს სხდომის დარბაზები და ძველი ქართული სამართლის ძეგლების ფოლიანტების გამოფენა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, 30 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები ესტუმრნენ. სასამართლო ტურს უძღვებოდა თავჯდომარის ბიუროს კონსულტანტი ნათია გაბინაშვილი.
ვრცლად
სკოლის მოსწავლეებისთვის სასამართლო ტური გაიმართა
2017-11-03
თბილისის სააპელაციო სასამართლო კვლავაც აგრძელებს სასამართო ტურის პროექტს, რომლის ფარგლებშიც სამართლით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებსა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ეწვიონ სასამართლოს, მოისმინონ პრეზენტაცია სასამართლო სისტემის, მისი ფუნქციონირებისა და მოსამართლის როლის შესახებ, ხოლო ტურის ბოლოს დაათვალიერონ სასამართლოს შენობა, სხდომის დარბაზები და ძველი ქართული სამართლის ძეგლების ფოლიანტების გამოფენა. სწორედ ამ პროექტის ფაგლებში, 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 213-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. სასამართლო ტურს უძღვებოდა სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თამარ ერგემლიძე.
ვრცლად
განგრძობადი განათლება
იმიტირებული სასამართლო პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2018-12-11
თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, 2018 წლის 1,2 და 8 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” საქართველოს მთავარ პროკურატურასა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, იმიტირებული პროცესი გაიმართა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში თბილისის 20 სხვადასხვა სკოლისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლის 200-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობდა. დასკვნით ეტაპზე 8 სასამართლო პროცესი გაიმართა. ,,იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის - 2018’’ გაიმარჯვა ქ. თბილისის 159-ე საჯარო სკოლის გუნდმა. იმიტირებული სასამართლო პროცესი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგანმანათლებლო პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც მიზნად ისახავს მომავალი იურისტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას და ცოდნის გაღრმავებას.
ვრცლად
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2018-05-11
10 მაისს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს.იმიტირებული პროცესის ფარგლებში, სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალი. პროცესის დასრულების შემდეგ, ჟიურიმ საუკეთესო მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განგრძობადი განათლების პროექტი 2011 წლიდან ხორციელდება და ხელს უწყობს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.
ვრცლად
კაზუსების ამოხსნის მეთოდიკა
2018-03-21
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მსურველთა მიღებას კურსზე - კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა: სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში კურსის ხანგრძლივობა 36 საათი (10 სამუშაო დღე) სისხლის სამართალში კურსის ხანგრძლივობა 21 საათი და 30 წუთი (6 სამუშაო დღე) რეგისტრაციის დაწყება: 21 მარტი 2018 წელი რეგისტრაციის დასრულება: 10 აპრილი 2018 წელი სწავლების დაწყება: 17 აპრილი 2018 წელი დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე. მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: http://www.hsoj.ge/geo/study_programs/courses/kazus ტელ: (+995 32) 238 11 61 მობ: (+995 599) 68 69 01 ელ-ფოსტა: info@hsoj.ge ვებ-გვერდი: www.hsoj.ge Facebook: https://www.facebook.com/hsoj.ge/ გთხოვთ გაითვალისწინოთ, ადგილები შეზღუდულია!
ვრცლად
საინტერესო გადაწყვეტილებები
დათვალიერების ჩატარებისას განხორციელებულ ფოტოგადაღებასა და ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურებს შორის განსხვავება
2018-02-05
,,დათვალიერების ჩატარებისას განხორციელებული ფოტოგადაღება აბსოლუტურად განსხვავდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დარეგულირებული დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურისგან როგორც თავისი არსით, ისე პროცესუალური ფორმით... დათვალიერებისა და ამ დროს განხორციელებული ფოტოგადაღებისას მიღებულ ინფორმაციას ვერ ექნება პრეტენზია უტყუარობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ დროს არ არის მოპოვებული თვით ამ ინფორმაციის პირველწყარო, რომელზეც შეიძლება ჩატარდეს ტექნიკურ-კომპიუტერული ექსპერტიზა მისი ავთენტიკურობის და ნამდვილობის დასადგენად, აგრეთვე იმის დასადგენად, შეინიშნება თუ არა მასზე მონტაჟის ან სხვა კანონსაწინააღმდეგო მანიპულაციების ნიშნები...“ წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას №1გ/133-18 (2018-02-02) . განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საქმის მასალების მიხედვით, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილი და დათვალიერების ოქმზე თანდართული ფოტოილუსტრაცია. აღნიშნული განჩინება ადვოკატმა გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ითხოვა წინასასამართლო სხდომის განჩინების გაუქმება დაცვის მხარის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის ნაწილში და ამ მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა. აღნიშნული საჩივარი დაკმაყოფილდა საგამოძიებო კოლეგიის მიერ და დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვებად იქნა ცნობილი. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილთან დაკავშირებით მოსამართლემ განჩინებაში აღნიშნა, რომ წერილი შეიცავდა ოფიციალური დოკუმენტისათვის დამახასიათებელ ყველა ნიშანს და ეჭვს არ ტოვებდა მისი წარმომავლობა. ხოლო დათვალიერების ოქმზე თანდართულ ფოტოილუსტრაციასთან დაკავშირებით განმარტა, რომ დათვალიერების პროცესის შემადგენელი ნაწილია ფოტოგადაღებაც და თუ დათვალიერება ჩატარდა საპროცესო ნორმების დაცვით, მაშინ ფოტოგადაღებაც ვერ იქნებოდა არსებული მოთხოვნების საწინააღმდეგო. ამასთან, განჩინებაში მოსამართლე განმარტავს, თუ რა განსხვავებაა დათვალიერების ჩატარებისას განხორციელებულ ფოტოგადაღებასა და ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურებს შორის. განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები: ☛ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობა წინასასამართლო სხდომაზე; ☛ მტკიცებულების ავთენტურობა; ☛ დათვალიერების ჩატარებისას ფოტოგადაღება; ☛ დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვა.
ვრცლად
თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა
2018-01-17
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით, დაკმაყოფილდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2018 წლის 15 იანვრის განჩინება და ბრალდებულ თ.ქ.-სთვის, შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო 30 000 ლარის ოდენობით, შეიცვალა აღკვეთი ღონისძიებით პატიმრობით. ბრალდებულ თ. ქ.-ს ბრალად ედება 13 იანვარს კლუბ “ბასიანში” დაცვის ორი წევრის დაჭრა და პოლიციის მუშაკის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რომლის დროსაც პოლიციის თანამშრომელმა მიიღო ხელის ნაკვეთი ჭრილობა.
ვრცლად
წინასასამართლო სხდომის ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების საკითხის გასაჩივრების წესი
2018-01-08
,,წინასასამართლო სხდომის ეტაპზე საჩივრდება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება და განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, ხოლო აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება საგამოძიებო კოლეგიაში“. წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას №1გ/1487-17 (2017-12-28) . განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საქმის მასალების მიხედვით, მ.ლ.-ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობის ფაქტზე ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით ბრალდებულს გირაო შეეფარდა. ხოლო წინასასამართლო სხდომაზე გირაო შეიცვალა პატიმრობით, ვინაიდან ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო გირაოს თანხის გადახდა. ამასთან, ბრალდებული მოთავსებულ იქნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა ბრალდებულის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში. დაცვის მხარემ მიიჩნია, რომ მ.ლ. არ უნდა იქნას გადაყვანილი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ამასთან უნდა გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა. საგამოძიებო კოლეგიამ საჩივარი დაუშვებლად ცნო და განჩინებაში განმარტა, რომ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება საგამოძიებო კოლეგიაში. განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები: ☛ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი; ☛ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების საკითხის გასაჩივრების წესი; ☛ სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება; ☛ ოჯახში ძალადობა.
ვრცლად
პრეს რელიზები
თბილისის სააპელაციო სასამართლო განცხადება ადვოკატების ტ. კაკაბაძისა და ი. ჩომახაშვილის ბრიფინგთან დაკავშირებით
2018-09-13
თბილისის სააპელაციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს ადვოკატების ტ. კაკაბაძისა და ი. ჩომახაშვილის ბრიფინგთან დაკავშირებით: 2018 წლის 12 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა კ.ფ-ს, ბ.ჯ-ს და რ.ჟ-ს მიმართ, რომელთაც ბრალი ედებოდათ ცემასა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად, გამოძალვისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენით, ბ.ჯ. და რ.ჟ. სრულად იყვნენ გამართლებულები წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო კ.ფ. - ნაწილობრივ. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენი და ჩადენილი ქმედების ხასიათის, სიმძიმის და ხარისხის გათვალისწინებით კ.ფ-ს, რომელიც ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს იმავე განაჩენით მსჯავრდებული იყო ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუმძიმდა სასჯელი 5 წლამდე ვადით, ხოლო ბ.ჯ. და რ.ჟ. ასევე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 181 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 4 წლით და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქმის სააპელაციო განხილვებისას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ კ.ფ. ბ.ჯ. და რ.ჟ. 2017 წლის 10 აპრილს მივიდნენ ა.ლ-ს ოფისში და განუცხადეს, რომ კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით მათთვის უნდა გადაეცათ კუთვნილი გაზგასამართი სადგურის ოცდახუთპროცენტიანი წილი. უარის მიღების შემდეგ კ.ფ-მ დანის გამოყენებით კისრისა და მარცხენა მტევნის მიდამოში ა.ლ-ს მიაყენა დაზიანება, ხოლო შემდგომ პერიოდში ბ.ჯ. და რ.ჟ. დროდადრო აკითხავდნენ დაზარალებულს და კვლავ მოითხოვდნენ მისგან წილის დათმობას ან 200 000 აშშ დოლარს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
ვრცლად
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
2018-06-01
გილოცავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს .
2018-05-25
                
                
საქმეთა მართვის პროგრამა
საქართველოს უზენაესი სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
აღსრულების ეროვნული ბიურო
უფასო იურიდიული დახმარების პორტალი
საქართველოს სასამართლოები
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
საჯარო ინფორმაციის პროგრამა
დიალოგის განვითარებისთვის
განმარტებითი იურიდიული ლექსიკონი
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
საპროცესო ვადის გამოთვლა
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების საძიებო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია