თბილისის სააპელაციო სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამძიმარი
თბილისის სააპელაციო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, მაია ოშხარელის გარდაცვალების გამო. მისი მოულოდნელი გარდაცვალება დიდი დანაკარგია მართლმსაჯულების სისტემისთვის. ქალბატონო მაია გახლდათ სამაგალითო კოლეგა, პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი. თბილისის სააპელაციო სასამართლო სამძიმარს უცხადებს ქალბატონი მაიას ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მისთვის ძვირფას ადამიანებს.