თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოქალაქეებთან დიალოგის პროექტი
დიალოგის პროექტის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლო აწარმოებს პერმანენტულ გამოკითხვას და აზრის კვლევას სასამართლოს მომხმარებლებს შორის. აზრის კვლევა წარმოებს როგორც ონლაინ კითხვარის, ასევე სასამართლოს შენობაში განთავსებული კითხვარის ბლანკების მეშვეობით. კითხვარის მეშვეობით მოქალაქეებს და დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა შეაფასონ სასამართლოს საქმიანობის ესა თუ ის ასპექტი, ასევე გამოთქვან მოსაზრებები სასამართლოს სერვისის გაუმჯობესებასა, თუ ცალკეული პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით. პროექტს ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო.