თბილისის სააპელაციო სასამართლო
ვაკანსიები თბილისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის სააპელაციო სასამართლო აცხადებს კონკურსს აპარატის სხვადასხვა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, განაცხადების გადარჩევის და გასაუბრების ფორმით. კონკურსს ჩაატარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 17 ივნისი. ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "თბილისის სააპელაციო სასამართლო". გისურვებთ წარმატებებს!