თბილისის სააპელაციო სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედისა“ და შპს ,,თ & რ დისტრიბუშენის“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა
2017 წლის 8 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედის“ (British American Tobacco Georgia Limited) , ,,ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედის საქართველოს თბილისის წარმომადგენლობისა“ და შპს ,,თ & რ დისტრიბუშენის“ სააპელაციო საჩივრები. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, უცხოურ კომპანიებს დაკისრებული ჰქონდათ ზიანის ანაზღაურება 100.537.172 აშშ დოლარის ოდენობით შპს „ოჯთ“-ს სასარგებლოდ. ამავე გადაწყვეტილებით, მათ ასევე აეკრძალათ არ მოეხდინათ პროდუქციის რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც უცხოური საწარმოები გათავისუფლდნენ ას მილიონზე მეტი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებისაგან, ასევე მოეხსნათ აკრძალვა პროდუქციის რეალიზაციის ფასის განსაზღვრის შეზღუდვის თაობაზე.