თბილისის სააპელაციო სასამართლო
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებისთვის სასამართლო ტური გაიმართა
1 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 213-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. სასამართლო ტურის პირველი ნაწილი პრეზენტაციას დაეთმო, რომელსაც უძღვებოდა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თათია ქვრივიშვილი. მოსწავლეები გაეცნენ სასამართლო სისტემას, მოსამართლის როლს, ბავშვთა უფლებებს, ასევე იმსჯელეს სხვადასხვა კაზუსებზე. ტურის ბოლოს კი, ტრადიციისამებრ, დაათვალიერეს სასამართლო სხდომის დარბაზები.