თბილისის სააპელაციო სასამართლო
თავდაცვის მინისტრის ბრძანების შეუსრულებლობის გამო სამსახურიდან გათავისუფლება
,,საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების შეუსრულებლობა [..] შესაძლებელია ადმინისტრაციული ორგანოს (თავდაცვის სამინისტრო) და თანამდებობის სპეციფიკიდან (ადმინისტრაციის უფროსი) გამომდინარე, მიჩნეული ყოფილიყო სამსახურებრივი მოვალეობის ისეთ უხეშ დარღვევად/შეუსრულებლობად, რომელიც დისციპლინური სახდელის სახედ იმსახურებდა სწორედ სამსახურიდან დათხოვნას და არა უფრო მსუბუქ სახდელს." სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას (სები) დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საქმეზე 3ბ/1952-15 (2016-02-04). გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები: ☛ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესი; ☛ აქტის დასაბუთებულობის ინსტიტუტი ადმინისტრაციულ ურთიერთობებში; ☛ დასაბუთების არარსებობა როგორც არასაკმარისი საფუძველი აქტის ბათილობისათვის; ☛ დისციპლინური გადაცდომის გამო სამსახურიდან გათავისუფლება როგორც პირველადი ღონისძიება; ☛ სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში დარღვევა.