თბილისის სააპელაციო სასამართლო
საგამოძიებო კოლეგიის განჩინება ვიდეოჩანაწერის დათვალიერების თაობაზე
,,საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთის ამოღების შემთხვევაში, მტკიცებულებითი ძალა შეიძლება შეიძინოს არა თვით ნივთმა მასზე არსებული კვალის (მაგ:DVD დისკზე არსებული თითის ანაბეჭდი, სისხლი და ა.შ.) სახით, არამედ მასში დაცულმა ინფორმაციამ (მაგ: DVD დისკში არსებული ჩანაწერი) და ეს გამოძიებისთვის წინასწარ არის ცნობილი, ანუ გამოძიებას გააზრებული აქვს რა სახის მტკიცებულების მოპოვება სურს, უნდა გაირკვეს, ეს ინფორმაცია არის თუ არა კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში დაცული ინფორმაცია. დადებით შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი გამოთხოვა სსსკ-ის 136-ე მუხლით დადგენილი წესით..." წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას 1გ/109-17 (2017-01-25). განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები: ☛ ინფორმაციის გამოთხოვა; ☛ კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება; ☛ მტკიცებულების დასაშვებობა; ☛ დათვალიერების ჩატარების წესი; ☛ ნივთმტკიცების მოპოვების კანონიერი გზა; ☛ ამოღების საგამოძიებო მოქმედება.