თბილისის სააპელაციო სასამართლო
უკრაინის სასამართლოების მოხელეთა ასოციაციის ვიზიტი თბილისის სააპელაციო სასამართლოში
10 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უკრაინის სასამართლოების მოხელეთა ასოციაციის თავმჯდომარე და წევრები ეწვივნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა სასამართლო ადმინისტრირების ასპექტები: სასამართლოს მოხელეთა პროფესიული განვითარება და სასამართლო მენეჯმენტის ხარისხი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სასამართლო მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესება, მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის გზები. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და სამომავლო თანამშრომლობის გზები დასახეს.