თბილისის სააპელაციო სასამართლო
სასამართლო ტური
22 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სასამართლო ტურის პროექტის ფარგლებში, თბილისის 172-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. სტუმრებისთვის პრეზენტაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონულტანტმა თათია ქვრივიშვილმა გამართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები გაცნენ არასრულწლოვანთა უფლებებს, სასამართლო სისტემას, მოსამართლის როლს, იმსჯელეს კაზუსებზე.