თბილისის სააპელაციო სასამართლო
2016 წლის შეჯამებითი ვიზიტი სააპელაციო სასამართლოში
2016 წლის ბოლოს ტრადიციულად სააპელაციო სასამართლოში შედგა შეჯამებითი ვიზიტი დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოსა და ვროცლავის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა მონაწილეობით, რომლესაც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ვალერი ცერცვაძემ უმასპინძლა. კიდევ ერთი წარმატებული წელი შეემატა 2012 წელს დაწყებულ თანამშრომლობას. ამ წლის განმავლობაშიც არაერთი საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტი განხორციელდა გერმანიის სამართლებრივი თანამშრომლობის საზოგადოების - GIZ-ის მხარდაჭერით და მხარეთა აქტიური ინიციატივებით. ნოემბრის შეჯამებითი ვიზიტის ფარგლებში დაისახა მომავალი წლის თანამშრომლობის მიმართულებები და გეგმები. მხარეები კვლავ მოწოდებული არიან გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც არაერთ ქართველ მოსამართლეს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, სამუშაო შეხვედრებზე მეგობრული ატმოსფეროს და კვალიფიციური კოლეგების თანხლებით განიხილოს სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის აქტუალური საკითხები.