თბილისის სააპელაციო სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 23 გერმანელი მოსამართლე სტუმრობდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა გერმანელი მოსამართლეების ჯგუფი. სტუმრებს სასამართლოს თავმჯდომარე - ვალერი ცერცვაძემ და ქართველმა მოსამართლეებმა უმასპინძლეს. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმრებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მოსამართლეთა დანიშვნის წესის, საქმეთა განაწილებისა და მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების ქართული მოდელების მიმართ.