თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგები
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგად არჩეულ იქნა 44 მოსამართლე. მათგან 21 მოქმედი მოსამართლე, 9 იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი მსმენელი და 14 ყოფილი მოსამართლეა. კონკურსი გამოცხადებული იყო 65 ვაკანსიაზე და მასში მონაწილეობას 122 კანდიდატი იღებდა. თანამდებობაზე დაინიშნენ: 1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - გიორგი გოგიაშვილი, ირაკლი შენგელია, მირანდა ერემაძე. 2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა - თამარ ალანია, გოგიტა თოთოსაშვილი, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, ვანო წიკლაური, დიანა ბერეკაშვილი. 3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა - მაია თეთრაული, მარინა ხოლოაშვილი. 4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია - მერაბ გაბინაშვილი. 5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა - დიმიტრი გვრიტიშვილი, სიმონ ჩხაიძე. 6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა - მაკა გორგოძე. 7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია - ივანე აღნიაშვილი, ნანა ჭიჭილეიშვილი. 8. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგია - მაკა გველესიანი, ლელა კალიჩენკო, გიორგი კერატიშვილი. 9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - თამარ ბურჯანაძე, გიორგი გოგიჩაშვილი, ვლადიმერ კაკაბაძე, ქეთევან კუჭავა, ლევან მიქაბერიძე, ნათია შიოშვილი, თამარ ჩიხლაძე, შორენა წიქარიძე, მაკა ჭედია, ელისო ტუკვაძე. 10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია - ეკატერინე გაბრიჩიძე, ნათია გუდაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე. 11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - დავით მამისეიშვილი. 12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - გოჩა დიდავა. 13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბაღდათის მუნიციპალიტეტში - მანანა ნიკაჭაძე. 14. გურჯაანის რაიონული სასამართლო - დევი დევიძე. 15. ზუგდიდის რაიონული სასამართლო - ირაკლი აბშილავა, დავით გელაშვილი. 16. თელავის რაიონული სასამართლო - ზვიად შარაძე. 17. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია - ვასილ მშვენიერაძე. 18. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - ეკატერინე ყანჩელი. 19. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია - მამია ფხაკაძე. 20. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი. 21. სამტრედიის რაიონული სასამართლო - ლევან მეშველიანი.