თბილისის სააპელაციო სასამართლო
102-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სასამართლოში
17 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 102-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. სასამართლო ტურის ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა თათია ქვრივიშვილმა. მოსწავლეები გაცნენ სასამართლო ხელისუფლების ფუნქციას, სასამართლო სისტემას, მოსამართლის საქმიანობას, არასრულწლოვანთა უფლებებს. პრეზენტაციის ბოლოს, მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ ემსჯელათ კაზუსებზე. პრეზენტაციის დასრულების შემდგომ მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა. შეგახსენებთ, სასამართლო ტურის პროექტი თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით უკვე წამდენიმე წელია ხორციელდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ტურზე დარეგისტრირება შეუძლიათ, როგორც სამართლით დაინტერესებულ დამამთავრებელი კლასის მოწავლეებს, ისე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს.