თბილისის სააპელაციო სასამართლო
უკრაინის დელეგაციის ვიზიტი სასამართლოში
თბილისის სააპელაციო სასამართლოს უკრაინის სასამართლოების მოხელეთა პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის პრეზიდენტმა ნატაშა ჩუმაკმა სასამართლოს წარმომადგენლებს გააცნო მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები, რის შემდეგაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით დაფუძნებული ანალოგიური ასოციაციის პრეზენტაციაც მოხდა. მხარეებმა სურვილი გამოთქვეს პროექტების ერთად განხორციელების და სამომავლო თანამშრომლობის გეგმა დასახეს.