თბილისის სააპელაციო სასამართლო
216-ე საჯარო სკოლის მოწავლეები სასამართლოში
216-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბურო კვლავაც განაგრძობს სასამართლო ტურის პროექტს. ამჯერად, სასამართლომ 216-ე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებისთვის სასამართლო სისტემისა და მოსამართლის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის თანაშემწემ გოგა კუპრეიშვილმა. ტრადიციისამებრ, ტურის ბოლოს მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.