თბილისის სააპელაციო სასამართლო
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრად სასამართლოში
სასამართლო ტურის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ. სტუდენტებისთვის პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა ნინო მელაძემ, რის შემდეგაც მათ შეხვდა სასამართლოს მრჩეველი ბატონი კახა კობერიძე. ტრადიციისამებრ, სასამართლო ტურის ბოლოს სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა.