თბილისის სააპელაციო სასამართლო
სტატისტიკის დეშბორდი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ შექმნა ახალი პროგრამა - სტატისტიკის დეშბორდი, რომელიც უფრო ადვილს და სრულყოფილს ხდის სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების აღქმას. დეშბორდზე განთავსებულია 2010-2014 წლების სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეთა პალატისა და საგამოძიებო კოლეგიის სტატისტიკური მონაცემები. პროგრამა, გარდა სტატისტიკის გრაფიკული გამოსახულებისა, შეიცავს წლების მიხედვით შედარების შესაძლებლობას. პროგრამის ბმული განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე (იხ. მენიუში სტატისტიკა → სტატისტიკის დეშბორდი).