თბილისის სააპელაციო სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლო 10 წლისაა
1 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა. 2005 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 1 ნოემბრიდან ამოქმედდა თბილისის სააპელაციო სასამართლო ინსტანცია, რითაც ძირეულად შეიცვალა საოლქო სასამართლოების მოდელი. თბილისის სააპელაციო სასამართლო ულოცავს თითოეულ მოსამართლესა და აპარატის თანამშრომელს სასამართლოს დაარსების 10 წლის იუბილეს და უსურვებს წარმატებებს კარიერაში.