თბილისის სააპელაციო სასამართლო
არასრულწლოვანი მსჯავრდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლდა
არასრულწლოვან პირს ბრალი ედებოდა სხვისი მფლობელობის (ავტომანქანის სალონი) ხელშეუხებლობის დარღვევაში, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით. პირველი ინსტანციის განაჩენისგან განსხვავებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2015 წლის 2 ოქტომბერს არასრულწლოვან თ. ს.-ს სასჯელის ვადა შეუმცირა 6 თვით და გაათავისულდა სხდომის დარბაზიდან. სასამართლოს მიერ გათვალისწინებულ იქნა როგორც ბრალდებულის პიროვნება, ასევე ჩადენილი ქმედების ხასიათი.