თბილისის სააპელაციო სასამართლო
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას სასამართლოს მოხელეთა (მოსამართლის თანაშემწე, სხდომის მდივანი, სასამართლოს სხვა მოხელეები) სპეციალურ სასაწავლო კურსზე. კურსი განკუთვნილია, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირთათვის, რომლებმაც 21 წლის ასაკს მიაღწიეს და ფლობენ სახელმწიფო ენას. სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 2 თვიანია, რომლის ღირებულება შეადგენს 800 ლარს. კანდიდატებს საბუთების შემოტანა შეუძლიათ, 2015 წლის 29 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით. მისამართი: ქ. თბილისი, პეკინის ქუჩა N29 (შესასვლელი ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩიდან). დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.HSOJ.ge დაგვიკავშირდით: (995 32) 2 38 11 61