თბილისის სააპელაციო სასამართლო
სტუდენტები თბილისის სააპელაციო სასამართლოში
სასამართლო ტურის პროექტის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ესტუმრნენ საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (GISS) სტუდენტები. სტუდენტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსმა უჩა თოდუამ წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს სასამართლოების სისტემის, მოსამართლის როლისა და ძირითადი სამართლებრივი კონცეფციების შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზები. თბილისის სააპელაციო სასამართლო მოწოდებულია ხელი შეუწყოს ჩვენი საზოგადოების მართლშეგნების განვითარებას, სასამართლოს ცნობადობისა და მის მიმართ ნდობის გაძლიერებას.