თბილისის სააპელაციო სასამართლო
საჯარო წესრიგის ცნების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში
2015 წლის 30 მაისს, სასტუმრო თბილისი მერიოტში, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატების მოსამართლეებისა და მოსამართლის თანაშემწეებისთვის ჩატარდა დისკუსია თემაზე: საჯარო წესრიგის ცნების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში. დისკუსიას უძღვებოდა კომერციული დავების განხილვაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ჰოლანდიელი მოსამართლე და არბიტრი, ბატონი ბარტ პუნტი. დისკუსია გაიმართა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ორგანიზებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ორგანიზაციული და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.