თბილისის სააპელაციო სასამართლო
213-ე სკოლის მოსწავლეები სასამართლოში
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში ტაბახმელის 213-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის სასამართლო ტური გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებისათვის პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა თათია ქვრივიშვილმა. მოსწავლებმა მოისმინეს პრეზენტაცია სასამართლო სისტემის, არასრულწლოვანთა უფლებებისა და სამოსამართლო საქმიანობის შესახებ.პრეზენტაციის ფარგლებშივე განხილული იქნა აგრეთვე, სასამართლო ინსტანციებს შორის განსხვავებები, სასამართლო ატრიბუტიკის თავისებურებები. ლექციის დასრულების შემდგომ, მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს. შეგახსენებთ, რომ სასამართლო ტურზე დარეგისტრირება შეუძლიათ როგორც სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, აგრეთვე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსაც.