თბილისის სააპელაციო სასამართლო
იმიტირებული სასამართლო პროცესი
2015 წლის 31 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასამართლოს მოხელეთა კურსის სტუდენტებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაატარეს. სასამართლოს მოხელეთა კურსის მიზანია ხელი შეუწყოს მომავალი მოსამართლის თანაშემწეების, სხდომის მდივნებისა და კანცელარიის თანამშრომლების მომზადებას. იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარებით სტუდენტები იღებენ რეალურობასთან მაქსიმალურად მიახლოვებულ გამოცდილებას საქმის წარმოების უმთავრესი ეტაპის - საქმის ზეპირი მოსმენის შესახებ.