თბილისის სააპელაციო სასამართლო
იმიტირებული სასამართლო პროცესი ჟურნალისტებისთვის
თბილსის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტურ იმიტირებულ სასამართლო პროცესს უმასპინძლა. იმიტირებული პროცესი პროექტ: “იურიდიული განათლება ჟურნალისტებისთვის” - ფარგლებში გაიმართა. პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს გადაეცათ სერტიფიკატები კურსის წარმატებით დასრულებისათვის. თბილისის სააპელაციო სასამართლო, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელიც სამართლებრივი განათლების გავრცელებას უწყობს ხელს.