თბილისის სააპელაციო სასამართლო
მემორანდუმი ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტთან
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო შუახევში მდებარე ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, თავმჯდომარის ბიუროს ხელმძღვანელი უჩა თოდუა შეხვდა სტუდენტებს და მათთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. ამავე ვიზიტის ფარგლებშივე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა, შეხვედრის ბოლოსკი სააპელაციო სასამართლოს სახელით სასწავლებლის ბიბლიოთეკას 100 წიგნი გადაეცა საჩუქრად. სააპელაციო სასამართლო აქტიურად თანამშრომლობს მრავალ უმაღლეს დაწესებულებასთან, როგორც თბილისში ასევე რეგიონებშიც.