თბილისის სააპელაციო სასამართლო
გიორგი თუმანიშვილის ლექცია
18 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, თავმჯდომარის ბიუროსა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ELSA ინიციატივით, გაიმართა სამართლის დოქტორის გიორგი თუმანიშვილის ლექცია თემაზე: "ნაფიც მსაჯულობა - უფლება თუ მოვალეობა". ლექციის მსვლელობისას განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა ნაფიც მსაჯულთა დანიშვნის წინაპირობები და პროცედურები, თუ რა შემთხვევაში ხდება ნაფიც მსაჯულთა მოწვევა და როგორ ხდება ბაზის შედგენა.