თბილისის სააპელაციო სასამართლო
გიორგი სვანაძის საჯარო ლექცია
21 ოქტომბერს, 18:30 სთ.-ზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "საერთაშორისო სამოქალაქო საპროცესო და საერთაშორისო კერძო სამართლის აქტუალური საკითხები ქართულ იურიდიულ პრაქტიკაში" ლექციას წაიკითხავს გიორგი სვანაძე - LL.M., MLB (Bucerius/WHU) სამართლის დოქტორი, ადვოკატი Deloitte & Touche -ის იურიდიული სამსახურის უფროსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრის აკადემიური თანადირექტორი. ლექციაზე დასასწრებად რეგისტრაცია გაიარეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე: