თბილისის სააპელაციო სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლო მიესალმება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას
ასოცირების შეთანხმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ასოცირების შეთანხმება გულისხმობს რეფორმების დაჩქარებას დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის სფეროში, ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ასევე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა გარემოს დაცვა, სურსათის უვნებლობას. ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ჯანსაღი და ეკონომუკურად ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბებას. აღნიშნული შეთანხმებით საქართველო უბრუნდება ისტორიულად მის კუთვნილ ადგილს ევროპულ სახელმწიფოთა შორის. სააპელაციო სასამართლო მიესალმება ამ ისტორიულ მოვლენას და ულოცავს სრულიად საქართველოს მოსახლეობას.