თბილისის სააპელაციო სასამართლო
უფასო იურიდიული კონსულტაციების ცნობარი
უფასო იურიდიული დახმარების ცნობარი წარმოადგენს ინფორმაციულ კრებულს იმ ორგანიზაციებისა და პირებისა, რომლებიც დაინტერესებულ პირებს უფასოდ სთავაზობენ სამართლებრივ კონსულტაციას. ცნობარში კონსოლიდირებულია ორგანიზაციების საკონტაქტო მონაცემები, კონსულტირებადი სამართლის სფეროები, სამუშაო საათები და სხვა საჭირო მონაცემები, რაც დაგეხმარებათ ადვილად მოძებნოთ თქვენთვის სასურველი კონსულტაციის გამწევი პირი და მიიღოთ მათგან სამართლებრივი დახმარება. პროექტს ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო.