თბილისის სააპელაციო სასამართლო
საჯარო გაკვეთილი ნიუტონის თავისუფალ სკოლაში
29 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, მოსამართლე ლაშა კალანდაძემ და სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ხელმძღვანელმა უჩა თოდუამ ნიუტონის თავისუფალი სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს საჯარო გაკვეთილი მოსამართლის სტატუსისა და დამოუკიდებლობის, სასამართლოს ატრიბუტიკის, საქართველოს სასამართლოების სისტემისა და ადამიანის ბუნებითი უფლებების შესახებ. საჯარო გაკვეთილი ჩატარდა ინტერაქტიული მეთოდით - მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დაესვათ და პასუხი მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე, ემსჯელათ, დაეფიქსირებინათ საკუთარი ხედვა და მოსაზრებები.