თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო და ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სამართლებრივ შეჯამებას ქართულ ენაზე (არაოფიციალური ვერსია) - ონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ. გადაწყვეტილება შეეხება ევროპული კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლების სავარაუდო დარღვევას - ნაგავსაყრელზე მომხდარი აფეთქების შედეგად, მახლობლად არსებულ დასახლებაში დაღუპული ადამიანების სიცოცხლის უფლების დარღვევისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დადგენის და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებების არსებობის კონტექსტში. სამართლებრივი შეჯამება შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებული ფაილის სახით.