თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამძიმარი
თბილისის სააპელაციო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ვენედი ბენიძის გარდაცვალების გამო. ბატონი ვენედი მრავალი წლის განმავლობაში არაერთ თანამდებობაზე ემსახურებოდა ქართული მართლმსაჯულების ინტერესებს, მათ შორის, თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის და თავმჯდომარის მოადგილის როლში, ასევე - აკადემიურ სფეროში. თანავუგრძნობთ და ვუსამძიმრებთ ბატონი ვენედის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს.