თბილისის სააპელაციო სასამართლო

სხდომის ჩაწერის ONLINE განაცხადის ფორმა

გაითვალისწინეთ:

1. სასამართლო პროცესის გადაღების უფლება აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ნებისმიერ მედიასაშუალებას.
2. აღნიშნული განცხადება გადაღების მსურველი მედიასაშუალების ჟურნალისტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შევსებული და ხელმოწერილი ფორმით, მატერიალური ან ელექტრონული სახით, სასამართლოს კანცელარიაში, პროცესის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 საათისა.
3. მნიშვნელოვანია, რომ გადაღების მსურველმა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა (ჟურნალისტი, ოპერატორი, ფოტოგრაფი, პროდიუსერი და სხვ.) მოსამართლის სახელზე დაწერილ განცხადებას თან დაურთონ ე.წ „პრესქარდი“, განაცხადის ფორმაზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
4. სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტოგადაღება და ვიდეო ჩაწერა ხორციელდება მხოლოდ სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან. ჟურნალისტებისათვის დაუშვებელია მიკროფონის ან სხვა აუდიოჩამწერი აპარატურის განთავსება სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) სამუშაო მაგიდაზე, მხარეთა მაგიდაზე, მოწმის მიერ ჩვენების მიცემისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, ბრალდებულის განთავსების ადგილზე, სხდომის დარბაზის გამყოფ ბარიერზე.
5. გადაღების დროს დაუშვებელია სასამართლო დარბაზში მოძრაობა, ხმაურის, შუქის ან სხვა ისეთი ემისიების გამოყოფა, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელების ნორმალურ პროცესს. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია წესრიგის დამრღვევს დაატოვებინოს სასამართლო დარბაზი.
ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა
სარეგისტრაციო ფორმა