გადაწყვეტილება საარჩევნო დავაზე
2017-10-27
2017 წლის 27 ოქტომბერს, თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენით განიხილა აპელანტების (ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ თავმჯდომარე - მერი კ. და აღნიშნული ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი - მაია დ., პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“, ლელა ქ. და №19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისია) საჩივრები №19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2017 წლის 22 ოქტომბრის აქტების ბათილად ცნობის თაობაზე. აპელანტები ითხოვდნენ მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას.

მოწინააღმდეგე მხარის (№20 თიანეთის საუბნო საარჩევნო კომისია, მესამე პირი - ,,თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსათვის“ და თამაზ მეჭიაური) მოთხოვნას წარმოადგენდა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები და მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია