განჩინება ინფორმაციის მხარეთა შორის გაცვლის თაობაზე
2017-03-07
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას საქმეზე №1გ/273-17 (2017-02-27). გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. (არ ექვემდებარება გასაჩივრებას).

განსახილველ საქმეში, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ საოქმო განჩინებით დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ნაწილი, ვინაიდან ადვოკატებმა ბრალდების მხარის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ არ გადასცეს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია სრულად. ამასთან, დაუშვებლად იქნა ცნობილი ამ განცხადებების საფუძველზე შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებებიც.

აღნიშნული განჩინება საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსამართლე განჩინებაში მსჯელობს ინფორმაციის გაცვლის 2 წესთან დაკავშირებით: ,,მოთხოვნის რეჟიმში“ და ,,სავალდებულო წესით“; ამასთან განმარტავს, რომ ,,ინფორმაციის გაცვლის წესის (ვადის) დარღვევისას ... თუ მოთხოვნის დაყენების მომენტში მხარეს ხელთ (მოპოვებული) აქვს ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი და დანარჩენი მტკიცებულებების რეალურად მოპოვება მოხდა შემდეგ პერიოდში, დაუშვებელია ინფორმაციის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ობიექტურად ხელმისაწვდომი იყო და არსებობდა მოთხოვნის მომენტში.“

განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ ოქმი მტკიცებულებათა გაცვლის თაობაზე
☛ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გადაცემა მხარისათვის
☛ ინფორმაციის გაცვლა მოთხოვნის რეჟიმში
☛ ინფორმაციის გაცვლა სავალდებულო წესით
☛ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გადაცემა მხარისათვის
☛ მტკიცებულების დასაშვებობა
☛ მტკიცებულების წარმომავლობისა და ავთენტიკურობის დადგენა

ბმულები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია